სენაკელი მაღალჩინოსნები ცოლების ბიზნეს ლობირებენ – აცხადენს საკრებულოს დეპუტატი

14413_637895646342214_4375699560500796730_nსენაკის საკრებულოს დეპუტატი ინგა ქარდავა  კარგა ხნის მანძილზე აპროტესტებდა ქალაქ სენაკში არსებული სკვერების, პარკებისა და ტროტუარების ტერიტორიის კერძო პირებისათვის მიყიდვას… თუმცა მის პროტესტს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება დღემდე არ მოჰყოლია… ქარდავას განცხადებით ამ ტერიტორიების შემსყიდველთა უკან სახელმწიფო მოხელეები და მაღალჩინოსნები დგანან, რომელთაც საკუთარი ბიზნესები ოჯახის წევრებზე აქვთ გაფორმებული.

ქარდავა სოციალური  ქსელით კიდევ ერთხელ დაუბრუნდა ამ თემას იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც მისი განმარტებით საკრებულოში შევიდა განსახილველად…

,,ამ განცხადებით ნათელი მოეფინა იმ გახმაურებულ ინფორმაციას რომელიც სენაკის თანამდებობის პირების ცოლების სახელებზე ნაყიდ და შესასყიდ მიწებს (პარკების,სკვერებისა და ტროტუარების სახით) გასხსვისების თემას ეხებოდა. ეს განცხადება სენაკის გამგეობის აუდიტის სამსახურის უფროსის მერაბ ბასილაიას ცოლის მიერ არის შემოტანილი, რომელიც ითხოვს მის საკუთრებაში არსებული პერიფერიაზე არსებული მიწის ნაკვეთის სენაკის პარკის წინა ხედზე არსებული მიწის ფართზე გადაცვლას და ბიზნესის გაფართოებას. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეში სენაკის გამგებლიც პირდაპირ ჩართულია. თანამდებობის პირების ,,ვაი ცოლების,, მიერ ხდება ქალაქის ცენტრში მიწების შესყიდვა. დღეს შეგნებულად შემოაგდეს სენაკის საკრებულოში ეს თემა, რომ უახლოეს დროში ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე პირდაპირ გასულიყო. სენაკის გამგებელი ამ საქციელით კიდევ აფართოებს მისთვის განკუთვნილ სამარეს.

ქვეყანას პატრონი არ ყავს ამ ყველაფრის შემდეგ?! ესაა პრემიერის სანაქებო გამგებელი?!

10425362_637895169675595_6877573666788192422_nჯერ ერთი,  დღეს დათვალიერებისას ვნახეთ, რომ აქ საუკოვანი ხეები დაგას… დამეორე – აქ საბავშვო ატრაქციონია, რომელიც პარკის შიგნით დგას. ეს ადგილი ზაფხულში ბაბვშვებითაა გადაჭედილი. ასეთი რამ არცერთ გამგებელს და აცერთ გამგეობის უფრო წონიან ბობოლებს არ მოსვლიათ აქამდე აზრად. ეს ადგილი სენაკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაა, სამხატვრო გალერიის წინ… ჯერ მოსულები არ არიან და პარკების და მიწების დატაცებაზე არიან გადასულები. ნეტავ სად ისწავლა ასეთი და რა დიპლომი აქვს მერაბ ბასილაიას ცოლს ისეთი, რომ სენაკის ყველაზე პრესტიჟულ ტერიტორიაზე სტომატოლოგიური კლინიკა ააშენოს?! მან ბიზნესი სახელმწიფო პარკის ხარჯზე უნდა გააფართოვოს?!

მერაბ ბასილაიას და სხვების ცოლებს, როგორც სენაკში ამბობენ გამგებელი ,,ძგვიბოს,,  ცოლი შეფობსო (ესენი ცნობილი ,,მედიკები,, არიან),, აცხადებს  საკრებულოს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ღირებულება 2.2437ლარი გახდა