სემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკ-მა მოქალაქეებს 47 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა. როგორც “თაიმერს” სემეკი-დან აცნობეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა.
მოქალაქეთა საჩივრები უსაფუძვლო დარიცხვებს, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიების დადგენილებებებს, მრიცხველის ხარჯებსა და ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა. საჩივრების უმეტესობა, რომლებიც სხდომაზე განსახილველად წარმოადგინეს კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენის სამსახურმა, შპს “ყაზტრანსგაზ თბილისისა” და სს “თელასის” მიმართ დაფიქსირდა. მთლიანობაში, ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ 47 182 81 ლარი შეადგინა.
“კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკ-თან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციას მართავს
შემდეგი სტატიათურქეთში მომხდარ ავარიას ეთნიკურად ქართველიც ემსხვერპლა