სეზონური ვირუსი 2 კვირაში დასრულდება

სეზონური ვირუსები უკან იხევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით წელს პანდემია არ დაფიქსირებულა და ვირუსის შემთვევები წინა წლის მაჩვენებელს არ აღემატება.

წელს 100 000 მოსახლეზე ვირუსის 400 შემთხვევა დაფიქსირდა. იმნაძის ინფორმაციით ვირუსი ორ კვირაში უკან დაიხევს.
”უბრალოდ არ უნდა გავუთამამდეთ ვირუსს და დროულად მოხდეს ჩარევა. ანტივირუსული წამლების მიღება. თუ ბავშვს 38.3 ზემოთ სიცხე 24 საათის განმავლობაში აქვს უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ”- განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით მკურნალობის საუკეთესო საშუალება ხალხური მეთოდებია.

banner
წინა სტატიაშივულოცავ გულწრფელად “ოცნებას” თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაპროკურატურა ექსპერტ ლევან ჩაჩუას პატიმრობას ითხოვს