სევდია უგრეხელიძე – მთავრობა ყრუ და ბრმაა

 

მომეჩვენა, რომ ეს კედლები და ეს მთავრობა არის სრულიად ყრუ და ბრმა ჩვენი მოქალაქეების პრობლემების მიმართ, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” სევდია უგრეხელიძემ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიაში განუცხადა.

სევდია უგრეხელიძე თბილისის მთავრობის სხდომას დაესწრო. მისი თქმით, მოლოდინი იყო, რომ მთავრობის სხდომაზე განხილული იქნებოდა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ ვერაფერი მოისმინეს უსასრულოდ გადათხრილი ქუჩების, დაუგებელი ასფალტის, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის წამლების დაფინანსების საკითხზე.

სევდია უგრეხელიძის განცხადებით, წარმოდგენილი არ ყოფილა ეკონომიკური დასაქმების პროექტები.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კედლებში ვერ აღწევს თბილისის მოქალაქეების წუხილი”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

რაც შეეხება თბილისის მერიაში ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსს, სევდია უგრეხელიძის შეფასებით, კონკურსი კანონის დარღვევით, დაგვიანებით ცხადდება.

მისივე თქმით, არავითარი იმედი არ არის, რომ 469 ჩაჭრილი პირი, რომელიც მერიის სისტემაში მუშაობას განაგრძობს, ისევ რაიმე მექანიზმით თანამდებობებზე არ დაინიშნებიან.

სევდია უგრეხელიძე ასევე გამოეხმაურა თბილისის მთავრობის სხდომაზე განხილულ კიდევ ერთ საკითხს, რომელიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების პროგრამის ამოქმედებას ეხება. სევდია უგრეხელიძის განცხადებით, აუტისტი ბავშვების დაფინანსებას ყველა მიესალმება.

banner
წინა სტატიაშიფასების ზრდასთან დაკავშირებით საქსტატი კვლევას აქვეყნებს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ელექტრონული პეტიციების პორტალს ქმნის