სევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპა+(foto)

სევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპასევასტოპოლში 23 მარტს, 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპა. დამშვიდობების ცერემონია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მოძღვარმა მამა გიორგიმ ჩაატარა.
„დასაფლავება ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდოდათ, მრავალრიცხოვანი დაცვა არავის უშვებდა, რადგანაც საფლავზე უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უნდა მოსულიყო მეუღლესთან ოლგასთან და მის 5 წლის შვილთან ერთად“ – წერს რუსული გამოცემა „კამსამოლსკაია პრავდა.“
შუადღისთვის ადგილზე ბრონირებული მანქანა „შევროლე“ გამოჩნდა, საიდანაც რამდენიმე დაცვის თანამშრომელი და ლუდმილა იანუკოვიჩი უფროს ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად გადმოვიდნენ. მამა გიორგისთან ერთად ისინი საფლავისკენ გაემართნენ.
„აქ იმიტომ გადავწყვიტეთ ძმის დასაფლავება, რომ მას ძალიან უყვარდა ყირიმი, განსაკუთრებით სევასტოპოლი, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში კი ის არა ერთხელ იყო. გარდა ამისა, ნახევარკუნძულზე ჩვენი დედა ცხოვრობს და მისთვის ადვილი იქნება შვილის საფლავზე მისვლა“ – თქვა გარდაცვლილის ძმამ ალექსანდრე იანუკოვიჩმა.

სევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპასევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპა

სევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპასევასტოპოლში 23 მარტს 33 წლის ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსს დაემშვიდობნენ, რომელიც ბაიკალზე ტრაგიკულად დაიღუპა

banner
წინა სტატიაშირუსეთის სახალხო არტისტს ნატაშა კარალიოვას პორნო კლიპის გამო წოდების ჩამორთმევას უპირებენ
შემდეგი სტატიათითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ მთავარი პროკურატურა დატოვა