„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ამოქმედებით, 800-მდე თანამდებობის პირი პრემიებს ვერ მიიღებს“

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი იმ საჯარო მოხელეთა სიას აქვეყნებს, ვინც შესაძლოა, პრემიების გარეშე დარჩნენ.

ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის წევრები, მინისტრები, მათი მოადგილეები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მინისტრები და მათი მოადგილეები, პრემიებს კანონის ძალით ვერ მიიღებენ.

გარდა ამისა, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პრემიებს ვერ მიიღებენ: საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები, საქართველოს უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის მდივნები და მათი მოადგილეები.

კანონის ამოქმედებით, ასევე, პრემიების გარეშე დარჩებიან: საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრი, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი, ცესკოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი და მისი მოადგილე, მოსამართლე, საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და გამგებელი.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს