საჯარო რეესტრი “რუსთავი 2-ის” საკითხზე განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე წუთის წინ საჯარო რეესტრმა განცხადება გააავრცელა, სადაც განმარტებულია ტელეკომპანია საქართველოსთან დაკავშირებული წარმოების დეტალები და ყადაღის განჩინება ნახსენები არ არის.

სააგენტოს განმარტებით, რეესტრი მზად არის დაარეგისტრიროს წილების მფლობელთა ცვლილება.

განცხადების თანახმად, შესაბამისი ჩანაწერი სათანადო დოკუმენტაციის წარდგენისთანავე გაკეთდება, რაზეც მხარეებს 29 სექტემბერს მიეთითა.

საჯარო რეესტრში აცხადებენ, რომ უწყების მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და ბრალდებების ავტორებმა პატივი უნდა სცენ სახელმწიფო ინსტიტუტს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის თვითმკვლელობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის,”- ელენე ხოშტარია “რუსთავი 2-ზე” საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი სავალუტო ფონდის პრეზიდენტს შეხვდა