საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 4.5%-ით გაიზარდა და 133 205 ერთეული შეადგინა (25 905 პირველადი და 107 300 მეორადი ტრანზაქცია), – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
სააგენტო 2015 წლის მეორე კვარტალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ცნობით, 2015 წლის მეორე კვარტალში ტრანზაქციების მთლიან რაოდენობაში 19.4%-ს პირველადი, ხოლო 80.6%-ს მეორადი ტრანზაქციები შეადგენდნენ.
“დაახლოებით მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის მეორე კვარ-ტალშიც: 18.8% – პირველადი ტრანზაქციები და 81.2% – მეორადი ტრანზაქციები.
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა ა.წ. მეორე კვარტალში 8.2%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა – 3.7%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა წინა კვარტალთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობაშიც: პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 16.8%-ით, ხოლო მეორადი ტრანზაქციების რაოდენობა – 0.6%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში სარეგისტრაციო ტრანზაქციების მთლიანი რაოდენობა ა.წ. პირველ კვარტალთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა”, – ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში.

banner
წინა სტატიაშიოდესის გუბერნატორის მოთხოვნით უკრაინის უმსხვილესი პორტის ილიჩევსკის ხელმძღვანელი გადააყენეს
შემდეგი სტატიათინათინ ხიდაშელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა