საჯარო თავშეყრის ადგილებში სასულიერო პირების მხრიდან თანხას მოთხოვნასტან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საჯარო თავშეყრის ადგილებში სასულიერო პირების მხრიდან თანხას მოთხოვნასტან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს“ბოლო დროს გახშირდა ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობის მიზნით ან სოციალურად დაუცველთათვის დახმარების მოტივით სტიქაროსნების ან სასულიერო პირების მიერ ფულის შეგროვება ქუჩებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც წესი, ძირითადად ამას აკეთებენ ისეთი პირები, რომელთაც ეკლესიისგან ასეთი კურთხევა არა აქვთ ან საერთოდაც, არ არიან სასულიერო პირები და ისინი თანხას სინამდვილეში პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ. საქართველოს საპატრიარქომ ადრეც გააფრთხილა საზოგადოება და ახლაც აფრთხილებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ბრძანებით, არც ერთ სასულიერო პირს და ეკლესიაში მომსახურე პირს არ აქვს უფლება, საჯარო თავშეყრის ადგილებში ითხოვდეს თანხას. რაც შეეხება ყულაბებს, რომელიც ხშირად გვხვდება სხვა და სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და კოლექტივის გადასაწყვეტია, დაეხმარებიან თუ არა ვინმეს ან თუნდაც ეკლესიას, ოღონდ თუ ეს ეკლესიის მშენებლობის ან მონასტრის შეწევნის მიზნით ხდება, ვურჩევთ მათ, გადაამოწმონ, თანხა მიდის თუ არა დანიშნულების ადგილზე, რადგან ეკლესიის სახელით მოტყუების ფაქტებს ამ შემთხვევებშიც ჰქონდა ადგილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მეექვსე ადგილს იკავებს
შემდეგი სტატიაგია თევდორაძე შოთა მურღულიას პასუხობს