სახელმწიფო უწყებებმა სუპერთასის 2 ათას 600 ბილეთი მოითხოვეს

supertasis rigiსუპერთასის ბილეთების ირგვლივ ახალი სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება. ირკვევა, რომ პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო უწყებამ ფეხბურთის ფედერაციას მატჩზე დასასწრები ბილეთები მოსთხოვა. სულ სტრუქტურებმა 2 ათას 600 ბილეთი მოითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის არის თბილისის საკრებულოც, რომელმაც 300 ბილეთი მოითხოვა.

ფეხბურთის ფედერაციაში განმარტებები ამ საკითხზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლი სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ სახელმწიფო უწყებებმა ბილეთები მოითხოვეს.

საკრებულოში განმარტავენ, რომ მაჟორიტარებს უნდოდათ თავიანთ სამაჟორიტარო ოლქში ბავშვებისთვის გადაეცათ ეს ბილეთები, საკრებულოს წევრებისთვის კი არცერთი ბილეთი არ იყო განკუთვნილი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილის თქმით კი, ამ შემთხვევაში პირადი ინტერესიც იყო, მაგრამ ძირითადად თემა სოციალურად დაუცველებს ეხებოდათ.

 

წყარო:rustavi2.com

banner
წინა სტატიაშისაკრებულომ უეფა-ს სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოითხოვა
შემდეგი სტატიამოკოვში აშშ-ს საელჩოს თანამშრომელი ცემეს და გაძარცვეს…