სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შესაძლოა, ვახტანგ გომელაურმა ან მინდია ჯანელიძემ უხელმძღვანელონ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტი ერთჯერადად – 6 წლის ვადით აირჩევს. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით , სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას მთავრობას პრემიერ-მინისტრი წარუდგენს, ხოლო მთავრობის მიერ კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, ასარჩევად პარლამენტს წარედგინება.
ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი, სამსახურის უფროსს 6 წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი კი, სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონის ამოქმედება მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან იგეგმება. შესაბამისად, სწორედ 1-ელი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომლის ხელმძღვანელადაც მოსალოდნელია თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის წარდგენა. ამასთან, პარლამენტში არც იმას გამორიცხავენ, აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა მოქმედ მინისტრს ვახტანგ გომელაურს ჩააბარონ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესებულია
შემდეგი სტატია“ტყუილი და დეზინფორმაცია”– ასე ეხმიანება ჯემალ ინაიშვილი მის შესაძლო დანიშვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ