სახელმწიფო სისტემა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ – მარტიაშვილების საქმე

სახელმწიფო სისტემა, რომელიც დანაშაულებრივი ფორმებით საკუთარ მოქალაქეებს ჩაგრავს და არ აძლევს სამართლის პოვნის საშუალებას, საქართველოში არც წინა ხელისუფლების პირობებში ჩამოყალიბებულა და არც დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დანგრეულა… ის კარგა ხნით ადრეც იყო და დღესაც აგრძელებს არსებობას… უბრალოდ სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა დოზით არსებობდა. წინა ხელისუფლებების დროს დანაშაულის ჩამდენები, მომავალ ხელისუფლებაში სამართლის დამდგენებად გვევლინებიან ხოლმე… და ასე იცვლებიან ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე  მახინჯი სისტემის უმგვანო შესაკრებები ისე, რომ ჯამში იგივეს ვღებულობთ.

სწორედ სახელმწიფო სისტემის მიერ დაჩაგრულ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნებიან  მარტიაშვილებიც, რომელთა პრობლემები წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება… მარტიაშვილები, სამწუხაროდ ერთეულები არ არიან საქართველოში… მათი პრობლემის მოგვარებას, ვერც ხელისუფლების ცვლილებამ უშველა და ვერც დეკლარირებულმა სამართლიანობის აღდგენის პროცესმა, რადგან სისტემა, რომელთა მსხვერპლიც ისინი იყვნენ, დღესაც მყარად დგას ფეხზე.

3და-ძმა მარტიაშვილების საქმე, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, საკმაოდ გახმაურებული და რეზონანსული საქმე გახლდათ, რომელსაც არაერთი სტატია და ჟურნალისტური გამოძიება მიუძღვნა ქართულმა მედიამ გასულ წლებში. მოკლედ შეგახსენებთ საქმის არსს, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ და-ძმა ნონა და დავით მარტიაშვილებმა, მთელი თავიანთი ქონება გაყიდეს იმისათვის, რომ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ერთი სასადილო აემუშავებინათ და ტენდერით (რომელიც მათ მოიგეს) გათვალისწინებული პირობები დაეკმაყოფილებინათ. თუმცა ეს ბიზნესი, წინა ხელისუფლების პირობებში მალევე უკანონოდ დაუხურეს ისე, რომ არანაირი კომპენსაცია არ მიუციათ და ფაქტიურად ორი ოჯახი, ულუკმაპუროდ ქუჩაში დარჩა… საქართველოს ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი, რომელიც საქართველოს მიერ წარმოებული ყველა ომის ვეტერანია, საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი, 2014 წლის ივნისიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის მოხალისედ იბრძვის…  უფრო რთულადაა მისი დის – ნონას საქმე, რომელსაც დავითისაგან განსხვავებით ორი არასრულწლოვანი შვილი ყავს და მეგობარის სახლში შეკედლებული, ვერც სამართალს პოულობს და ვერც სამუშაოს, რომ შვილებს ნორმალურად მიხედოს… ,,თაიმერის,, დღევანდელი რესპოდენტი სწორედ ქალბატომი ნონა გახლავთ… მან თავის მონაყოლს,  საქმესთას დაკავშირებული გარკვეული დოკუმენტების ასლებიც დაურთო, რომელსაც ერთობლიობაში გთავაზობთ.

untitled,, წინა ხელისუფლების პირობებში სისხლის სამართალის საქმის აღძვრა ზეწოლის გამო ვერა და ვერ მოვახერხეთ… მაგრამ ვერავინ ვერ დაგვიშალა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, რაც ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთან დადებული კონტრაქტის უკანონოდ გაუქმებას ეხებოდა… ამ საქმემ ეროვნული სასამართლოები მოიარა და ჩავიდა სტრასბურგამდე, საიდანაც უკან ისე  დაგვიბრუნდა, რომ სამართალს ვერც იქ მივაღწიეთ, რადგან მტკიცებულებები შესაბამისი კონვენციების ადეკვატური არ აღმოჩნდა…  მაშინ იცით ვინ იყო ევრო სასამართლოს იურიდიული რეფერენტი, რომელიც ჩვენდამი  გამოტანილ  დადგენილებას ხელს აწერდა?  ბატონი გიორგი ბადაშვილი… დღევანდელი მთავარი პროკურორი… ამ კაცმა ძალიან კარგად იცის ამ საქმის არსი…  ან დღეს, ან მაშინ, ის თუ რამეს კითხულობდა… ორმაგად დაინტერესებული უნდა ყოფილიყო ამ საქმის გამოძიებით...

ჩვენ  4 წელი ბრძოლა დაგჭირდა იმისათვის, რომ მთავარ პროკურატურას აღეძრა სისიხლის სამართლის საქმე ჩვენს პრობლემაზე, რასაც 2012 წლის ოქტომბერში ძლივს მივაღწიეთ … საქმის აღძვრიდან ცოტა ხანში, 14 დეკემბერს – მე და 21 დეკემბერს – ჩემი ძმა დავით მარტიაშვილი დაზარალებულად გვცნეს…

ვიფიქრეთ, რომ აქ მოეღო ბოლო ჩვენს ტანჯვა -წამებას…  თურმე სად ვყოფილვართ… მაშინ იწყებოდა თურმე ყველაფერი…

თუ რაიმე უსამართლობას კი ოდესმე წავწყდომივართ, ის არაფერი იყო იმ უსამართლობასთან შედარებით, რასაც ქვემო ქართლის საოლქო პროკურტურაში წავაწყდით… პროკურატურაში რომელსაც ჩვენი სისხლის სამართლის საქმე აწერია.

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვები იმისა, რომ პროკურატურამ მოწინააღმდეგე მხარესთან დაიწყო თანამშრომლობა, რადგან მათ დღევანდლამდე არა აქვთ ჩატარებული არც ერთი დაპირისპირება ,არც ერთი ამოცნობა და არავინ არ არის დასჯილი ცრუ ჩვენების მიცემისათვის…

იმდენად არა ობიექტურად მიდიოდა აღნიშნული საქმის მსვლელობა, რომ ჩემმა ძმამ დათომ, წერილითაც კი მიმართა პროკურატურას, რომ მისი დაზარალებულად ცნობის დადგენილება გაეუქმებინათ, რაზედაც ასევე წერილობით – უარყოფითი პასუხი მიიღო.

ამის შემდეგ აღნიშნული საქმე შემოიდო თაროზე, სადაც ,,პატიოსნად,, დევს დღემდე… ხოლო პროკურორს და გამომძიებლებს  ჩვენს ყოველ მისვლაზე ერთი და იგივე პასუხი აქვთ: ,,სიახლე არაფერია,, და დამცინავი ღიმილი…

1ბოლოს ერთი თვის უკან ვიყავი გამომძიებელ სოფიკო კობახიძესთან უბრალოდ შევახსენე, რომ ცოცხალი ვარ. საქმეზე ისევ ის პასუხი მივიღე, როგორც ყოველთვის ,,სიახლე არაფერია,, კითხვაზე… თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს პასუხი, მიპასუხეს: ,, უსასრულოდ,, რადგან სისხლის სამართლის საქმის წარმოებას, თურმე ვადები არა აქვს…

დაზარალებულს არაფრის უფლება არა აქვს კი იცით… და ერთადერთი რასაც ვაკეთებდი გასული დროის მანძილზე, ეს იყო რომ საჩივარს საჩივარზე ვწერდი მთავარ პროკურატურაში და რამდენადაც სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, ყველა განცხადება ეწერებოდა რუსთავის პროკურატურას იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც ვუჩიოდი…. ვთხოულობდი გამომძიებლის აცილებას და იგივე გამომძიებელს აწერდნენ საჩივარს შესასრულებლად…

მივმართე გენინსპექციას, ზედამხედველობასაც და ბოლოს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტს, ქალბატონ ბესელიას…  ბესელიასაგან შარშან, მაისის თვეში მივიღე პასუხი, რომელშიც ეწერა რომ ჩემი წერილი რეაგირებისათვის დააწერეს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, რომელსაც თხოვდნენ რომ ერთი თვის ვადაში პასუხი ეცნობებიათ ჩემთვისაც და პარლამენტისთვისაც… ჩემი ერთი თვე გამოდის, რომ ჯერაც არ გასულა და პარლამენტს გასცეს თუ არა პასუხი, არ ვიცი…

10944856_1406851536292962_2843686898627072849_n (2)მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო ჩემს მდგომარეობასაც…. ერთ დროს წარმატებულ მეწარმეს, ბიზნესის დაკარგვის შემდეგ სოციალურად დაუცველის სტატუსიც კი მქონდა, რომელიც  გამიუქმეს, რადგან მეგობრის ბინაში, სადაც ვცხოვრობ, ანტიკვარული ავეჯი იდგა. მე ვარ დედა ორი შვილის, რომელთაც ვერ მივატოვებ და რომლებიც დაცალკევებული მყავს უსახსრობისა და პირობების უქონლობის გამო… 14 წლის გოგონა ახალციხეში მყავს ბებიასთან და 15 წლის ბიჭი ჩემთან ვაზიანში, საიდანაც თბილისში დადიოდა სკოლაში და უსახსრობის გამო აქეთ გადმოვიყვანე ვაზიანში… ვცხოვრობთ მეგობრების შემწეობით, რადგან ყველანაირი სამსახურის კარები ჩვენთვის დახურულია… ცოტა ხანი უცხოელი სპონსორის მიერ დაფინანსებულ საქველმოქმედო დაწესებულებაში, საკვირაო სკოლაში ვმუშაობდი… თუმცა ახლა ის უცხოელი საქართველოში არაა და იმ ორგანიზაციას არავინ ასპონსორებს… ყველა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მცირე ბიზნესის და საქმის წამოსაწყებად არის გამოცხადებული… თურმე შეძლებული ხალხისთვის ყოფილა. რამდენჯერმე დავინტერესდი და მივმართე შესაბამის დაწესებულებებს, თუმცა ჩემისთანა გაჭირვებულს არავინ ახლოს არ იკარებს… ერთადერთი, წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია იყო, ვისაც რეალურად ჩვენი დახმარება უნდოდა და ისიც მალე მოხსნეს.

მართალი გითხრათ,  2014 წლის ივნისის თვიდან ჩავიქნიეთ ხელი ჩვენი პრობლემის მოგვარებისა და სამართლიანობის აღდგენის პერსპექტივაზე… დავანებეთ ყველაფერს თავი… მივხვდით, რომ არაფერს აზრი არა აქვს… აწი აღარც საოლქო პროკურატურას შევაწუხებთ და აღარც მთავარ პროკურატურას… ადვოკატები ისედაც არ გვყავს უსახსრობის გამო… რადგან სოციალურად დაუცველის სტატუსი მოგვიხსნეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც ბოდიში მოგვიხადა და კარი მოგვიხურა… უკვე აღარაფრის იმედი არ გვაქვს.,, აცხადებს ნონა მარტიაშვილი

ესაუბრა კახაბერ ადამია

P.S. გთავაზობთ მარტიაშვილების საქმეზე, სტუდია ,,GNS,,ს მიერ გაკეთებულ   ჟურნალისტური გამოძიების ვიდეოჩანაწერს, რომელიც სატელევიზიო გადაცემა ,,კვირის რეპორტაჟში,, გავიდა 2012 წლის 16 დეკემბერს

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზური ,,ამცახარას,, შემქმნელენისაგან… ,,აბზანხარა,,
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: იყო შემთხვევა, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული