„სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები შესაძლოა ვერ მოვიზიდოთ,“- აგულაშვილი პრემიებზე

„ასეთ შემთხვევაში შესაძლოა სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ,“ – ასე ეხმაურება გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებს პრემიის აღების შესაძლებლობა შესაძლოა შეეზღუდოთ.

„მე მხარს ვუჭერ იმას, რომ იყოს ერთიანი სისტემა ღია გამჭვირვალე ყველასთვის, კანონმა უნდა დაარეგულიროს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი. არ უნდა იყოს გამონაკლისები და აკრძალვები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ,“ – აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტრომ საგზაო ბითუმის იმპორტიორი საწარმოების მფლობელი დააკავა
შემდეგი სტატია„ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ძალიან მნიშნელოვანი როლი აქვს“