სახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უწყების ყოფილი ხელმძღვანელის ჰილარი კლინტონის პირადი ელექტრონული ფოსტის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელსაც 2016 წლის ბოლომდე რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. ფოსტა სულ 55 ათასზე მეტ შეტყობინებას შეიცავს. როგორც კლინტონის ოპონენტები ამბობენ, ის სახელმწიფო უწყებაში ყოფნისას პირად ფოსტას იყენებდა სახელმწიფო მიმოწერისთვის, რაც საჯარო პირებს კატეგორიულად ეკრძალებათ.

ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტები, რომლებიც უკვე გაეცვნენ საფოსტო მიმოწერას, ამბობენ, რომ ჰილარი კლინტონს არანაირი დარღვევა არა აქვს კანონთან მიმართებაში. თუმცა, სადავოა ერთი დოკუმენტი, რომელიც მიღების შემდეგ გახდა გრიფით საიდუმლოს მატარებელი. საუბარია უილიამ რობაკისგან მიღებულ წერილზე, რომელიც ლიბიაში ამერიკის საელჩოზე თავდასხმას ეხება.

აღსანიშნავია, რომ წერილების პუბლიკაცია მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადების ფონზე, რომელშიც ჰილარი კლინტონიც იყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაშიწუთისოფელი ასეა დღესაც
შემდეგი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მიწისქვეშა ქალაქი!