სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი ალასანიას მინისტრობიდან გადაყენების საკითხიც მოხვდა

ბიძინას მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა

საქართველოში 2014 წელს ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია თავდაცვის სამინისტროს მაღლჩინოსნების დაკავებასა და თავდაცვის მინისტრობიდან ირაკლი ალასანიას გათავისუფლებაზე.
დოკუმენტში მოყვანილია ე.წ კაბელების საქმე. “ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ დააკავა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს, სახელმწიფო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. 4 ნოემბერს შვიდმა არასამთავარობო ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს და სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაციების საფუძველზე დაასკვნა, რომ “საქმეში დანაშაულის ნიშნების იდენტიფიცირება რთული იყო”. იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, პრემიერ-მინისტრმა იგი რამდენიმე საათში გადააყენა. “თავისუფალმა დემოკრატებმა” “ქართული ოცნების” მმართველი კოალიცია დატოვეს”, – წერია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტმენტის ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლი მოკლა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა
შემდეგი სტატია“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის “ბორდერიზაცია” წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა”