სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ჯერ არ შესულა

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მთავრობას პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია.
პარლამენტის აპარატში არსებული ინფორმაციით, საბიუჯეტო ცვლილებები ამ დროისთვის შესული არ არის, თუმცა მის წარდგენას დღეისთვის ელოდებიან. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის პარლამენტში ინიცირების შემდეგ ცნობილი გახდება მისი განხილვის გრაფიკი. გრაფიკს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამზადებს და მას ბიუროს შესთავაზებს.
რეგლამენტის გათვალისწინებით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს და ფრაქციებს ერთკვირიანი ვადა აქვთ, რის შემდეგაც პარლამენტის დასკვნა და შენიშვნები მთავრობას გადაეგზავნება. ამის შემდეგ პარლამენტს პროექტის გადამუშავებული ვარიანტი უბრუნდება, რომელიც განსახილველად სესიაზე გადის. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს.
საბიუჯეტო ცვლილებებზე საკუთარ დასკვნას პარლამენტს წარუდგენს ეროვნული ბანკი და გენერალური აუდიტორი.
სახელმწიფო ბიუჯეტში 140 მილიონი ლარით შემცირება იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „დიდუბისა“ და ავტოსადგურ „ოკრიბას“ ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია ერთ კვირაში დასრულდება
შემდეგი სტატია“ეს არის ბიუჯეტის სეკვესტრი, რომელიც კარგად გაანალიზებული არ არის,” – ზურაბ აბაშიძე