სახელმწიფოს მიერ ხუდონჰესის წილის შეძენაზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახმაურდება, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, თუ როგორ არის შესაძლებელი წილობრივი მონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან. უახლოეს მომავალში ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებებს და შესაბამისად, ყველაფერი ცნობილი გახდება”,-განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ინვესტორ კომპანია “ტრანსელექტრიკა ჯორჯიასთან” სახელმწიფოს კითხვები გააჩნია. კითხვაზე, ხომ არ გააჩნია ინვესტორ კომპანიას პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ შეფერხდა სამუშაოების დაწყება, კალაძემ აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ამ საკითხზე არ მიუმართავთ.
“არანაირი პრობლემა ჩვენთან არ დაუყენებიათ, იმიტომ რომ ეს მარტო ენერგეტიკის პრობლემა არ არის, ეს მათი პრობლემაც არის… სახელმწიფოს კითხვები გააჩნია მათ მიმართ”, – აღნიშნა კალაძემ.