სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს-რომან გოცირიძე

სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს-რომან გოცირიძე

სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს-რომან გოცირიძე„სახეზე გვაქვს სავალუტო კრიზისი, რომელიც შესაძლოა სავალუტო კრახიც იყოს,“ – ასეთ შეფასებას აკეთებს „კურიერთან“ ეკონომიკის ექსპერტი, რომან გოცირიძე.

მისი თქმით, დღეს ყველა თეორიით, სახეზე გვაქვს კლასიკური სავალუტო კრიზისი და, „თუ ის 24%-ს გადააჭარბებს, მივიღებთ სავალუტო კრახს. კრიზისული ტალღა, რომელიც წამოვიდა, დასრულება მხოლოდ წლინახევრის შემდეგ,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

“ეროვნული ბანკის” ყოფილი ხელმძღვანელი მთავრობის არაადეკვატურ ნაბიჯებზეც საუბრობს და ამბობს, რომ დღეს ყველაფერში მთავრობა ერევა, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

„როდესაც არაადეკვატურ ნაბიჯებზეა საუბარი, ერთი მაგალითიც საკმარისია, ყველაფერში სახელმწიფო ერევა. ახლა გახდა ცნობილი, რომ თურმე, საქართველოს მთავრობა 30 მილიონის დოლარის დახარჯვას აპირებს ქარის სადგურის ასაშენებლად. თუკი ასეთი განსაკუთრებულად მქროლავი ქარის ქვეყანა ვართ, რატომ არ აშენებს ინვესტორი თავისი ფულით ასეთ სადგურს? რაში სჭირდება მთვარობას ქარის სადგური, როდესაც ამდენი აუთვისებელი მდინარეა. საქართველოში არ არსებობს ეკონომიკური გუნდი,“ – აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობა უკვე ძალიან პესიმისტურ სურათს ქმნის, რასაც ფასების ზრდა, უმუშევრობა და მთელი რიგი პრობელმები მოჰყვება.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქის „ფეისბუქ“ სტატუსი და რამდენიმე საათში შეცვლილი ურნა-როგორ ითვალისწინებს დავით ნარმანია თანამოქალაქეებისგან მიღებულ მითითებებს?
შემდეგი სტატიაშსს ლაგოდეხში ორი ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს