სახალხო დამცველი შალვა აბულაძის საქმის მონიტორინგში ჩაერთო

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის შალვა აბულაძის საქმის მონიტორინგში ჩაერთო. როგორც განმარტავენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ომბუცმენის აპარატი პერიოდულად გამოითხოვს ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებიდან.

შალვა აბულაძე ომბუცმენის რწმუნებულებმა მოინახულეს, რომლებსაც ასევე განუცხადა, რომ დაკავებისა და დაწესებულებაში მოთავსების შემდეგაც მასზე გარკვეული ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა.

სახალხო დამცველი გეგმავს, შესაბამისი გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა
შემდეგი სტატიაკოტე თოლორდავას საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ