სახალხო დამცველი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს.

nanuashvili

“2014 წელს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის მიერ რუსთავსა და თბილისში არსებული ტრანზიტულ ცენტრების, დღის ცენტრებისა და კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრების მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა არ არის სათანადოდ დაცული. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის საკითხი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არ ტარდება ადეკვატური ქმედებები და არ ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძირითად საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, ბავშვების უმეტესი ნაწილი, თავშესაფარში ცხოვრების პარალელურად, კვლავ აგრძელებს ქუჩაში მოწყალების მიღებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვი იძულებით გაჰყავს თავშესაფრიდან და აიძულებს მას, კვლავ ჩაებას აღნიშნულ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
“მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის” ქვეპროგრამის მონიტორინგისა და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმისწარმოების შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ დაცვას ძალადობისა და უგულებელყოფისგან. აღნიშნული უწყება, გარკვეულ შემთხვევებში, არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან. პრობლემურია რეფერირების პროცედურის განხორციელებაც, რაც ართულებს ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებთან მუშაობას და მათ განთავსებას საჭირო მომსახურებებში”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

banner
წინა სტატიაშიხადარკოვსკი: რუსებს შეუძლიათ ამორალური კანონები არ დაიცვან
შემდეგი სტატიარუსეთმა ნორვეგიის ოკუპაციის შესახებ ფილმის გამო მწუხარება გამოთქვა