სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დახურვას კვლავ ითხოვს

სახალხო დამცველი ნომერ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულების დახურვას ისევ ითხოვს. უჩა ნანუაშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ციხე არ აკმაყოფილებს საცხოვრებელი პირობების მინიმალურ მოთხოვნებს, მსჯავრდებულები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას, შენობა კი ამორტიზებულიცაა. ომბუცმენის ანგარიშს უპასუხეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

„სამწუხაროდ, დაწესებულებაში არის გადატვირთულობა საკმაოდ მაღალი, ასევე საკანში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. არის კონკრეტული რეკომენდაციები, რომ დროულად უნდა მოხდეს იქიდან პატიმრების გადაყვანა“, – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძემ. მისი თქმით, სახალხო დამცველი ამ რეკომენდაციებს ბოლო 2 წელია იმეორებს.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: შემძრა სიმამაცემ, რომელიც რიგითმა ყულჯანიშვილმა გამოავლინა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: მინდა, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს მადლობა ვუთხრა ასეთი გმირის გაზრდისთვის