სახალხო დამცველი პატიმარი ქალების შემოწმების პროცედურას ღირსების შემლახავად მიიჩნევს

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია.
უჩა ნანუაშვილმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2014 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც რა თქმა, ღირსების შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას ადგილზე ეცნობა
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილსა და უჩა ნანუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა