სახალხო დამცველი ეუთო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ამჟამად საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს, კანადის, ლიტვის, რუმინეთისა და შვედეთის მუდმივ წარმომადგენლებს ეუთო-ში შეხვდა.
როგორც “თაიმერს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა, სასამართლოს, პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების, ასევე პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმების საკითხები.
ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებზე საუბრისას სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში არ არსებობს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვას.
სახალხო დამცველმა ასევე კონფლიქტურ ტერიტორიებზე მცხოვრებთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, განათლების უფლების დარღვევასა და სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3993 ლარი გახდა
შემდეგი სტატია„ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ არ აჰყვა პროვოკაციებს“