სახალხო დამცველი გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი 14 ივლისს თბილისში, გლდანში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება. აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე დაშავდა და საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი სერიოზულად დაზიანდა. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
სახალხო დამცველი განცხადებაში გამოძიების სრულყოფილად წარმართვასა და მომხდარის მიზეზების დადგენაზე, ასევე დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის დროს უსაფრთხოების წესების დაცვაზე საუბრობს.
“გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2401 მუხლის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას.
აუცილებელია, რომ აღნიშნული გამოძიება წარიმართოს სრულყოფილად, ეფექტურად და ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე. დროულად უნდა დადგინდეს მომხდარის მიზეზები, ხოლო ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, ხომ არ ქონდა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას. გამოძიების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, გამოძიების ინტერესებისათვის ზიანის მიუყენებლად.
ამავდროულად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენის პროცესი უსაფრთხოების ყველა წესის მაქსიმალური დაცვითა და შესაბამის კვლევებზე დაფუძნებით წარიმართოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს იქ მაცხოვრებელი უკლებლივ ყველა ადამიანის უსაფრთხოება”, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხანძარი „გორგიაში“ – 8 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაქრთამის აღებისთვის გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი დააკავეს