„საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ძალები სრულად გამოვიყენოთ“ – ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი

რადგანაც რუსეთის აგრესია უკაინაში მოულოდნელი იყო ნატოსთვის, ალიანსი საკუთარ ძალებს სრულად გამოიყენებს იმის დემონსტრირებისთვის, რომ მზად არის აგრესორს პასუხი გასცეს – აცხადებს ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი პიოტრ პაველი. ცნობას „ცენზორ ნეტი“ ავრცელებს „ 24-ე არხზე“ დაყრდნობით.

გენერალმა ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა ყურადღებით იყვნენ და კონცენტრირდნენ თავდაცვასა და ერთობლივ წვრთნებზე, რადგანაც კრემლის შემდეგი შესაძლო მსხვერპლი ბალტიის ქვეყნები იქნებიან.
„მოსკოვი აქტიურ ფსიქოლოგიურ და ინფორმაციულ ომს ეწევა. რუსეთის ხელმძღვანელობამ შეძლო საზოგადოებრივი აზრი დასავლეთის და აშშ-ს წინააღმდეგ მოემარტა. თვითონ კი მსხვერპლის როლში გამოდის“ – ამბობს გენერალი.
„ვფიქრობ, კრემლს პირდაპირპროპორციულად უნდა ვუპასუხოთ. ყოველშემთხვევაში, ჩვენ მოსკოვს სიგნალს მივცემთ, რომ თუ საჭირო გახდა, მზად ვართ საკუთარი ძალები გამოვიყენოთ“- განაცხადა პიოტრ პაველმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-ევროსაბჭოს შორის ჩაშლილი უვოზო მიმოსვლა „პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება“
შემდეგი სტატიადადაევს ნემცოვის მკვლელობისთვის შეპირებული ჯილდო არ მიუღია