საცხოვრებელი ფართობის დაკანონების მოთხოვნით დევნილები აქციას მართავენ

ამ წუთებში დევნილთა აქცია მიმდინარეობს ლტოლვილთა სამინისტროსთან. აქციის მონაწილეები სამინისტროსგან ბინების დაკანონებას, ან 50 ათასი ლარის გადახდას ითხოვენ. მათი განცხადებით, ისინი ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონის 35-ე კორპუსში უკვე 20 წელია ცხოვრობენ და ფართობის დაკანონებას დღემდე ვერ მიაღწიეს. დევნილთა თქმით, ბინების მესაკუთრეები მათგან 25 ათას ლარს ითხოვენ.

ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ დევნილთა სამინისტროში. სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, დევნილთა ერთი ნაწილისთვის ბინები უკვე შესყიდულია და თითო ბინაში გადახდილია 25 ათასი ლარი. ფართობის გადაფორმებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. დარჩენილი ნაწილის თაობაზე კი ბინების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავ
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს