საყვარელიძის მსხვილი ოპერაცია კიევში…

უკრაინული მედიის ცნობით,  უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობითა და უშიშროების სამსახურის უფროსის ვასილი გრიცაკის მონაწილეობით, ჩატარდა მსხვილი ოპერაცია, რომლის დროსაც უკრაინის პროკურატურის მაღალჩინოსნები დააკავეს…

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცდანიშნულების ჯგუფმა ,,ალფამ,, შტურმით აიღო კიევის პროკურატურის შენობა… სადაც კიევის მთავარი პროკურორის მოადგილე და უკრაინის მთავარი პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე დააპატიმრეს ქრთამის აღების გამო… დაპატიმრებულთა სამუშაო ოთახებიდან ოქროს, ბრილიანტის ძვირფასი ნივთები და ნახევარ მილიონ დოლარამდე ფული ამოიღეს, როგორც ნივთმტკიცება.

,,მაღალი ჩინი უკრაინის მთავარ პროკურატურაში არავის იცავს მექრთამეობისათვის პასუხისმგებლობისაგან. ხელშეუხებელი არავინაა,, წერს დავით საყვარელიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა ჩაქუჩით-მეორადი ტანსაცმელის მაღაზიაში 3 პირი შეიჭრა
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: ჩვენმა ქვეყანამ ამ მთავრობის პირობებში დაკარგა 7 მილიარდი ლარი