საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება

საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნებასაყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. დადგენილების პროექტი, რომელიც ასეთი კომისიის შექმნას ითვალისწინებდა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. საკითხს მხარი უმრავლესობამ არ დაუჭირა.
მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს საკითხთან დაკავშირებით, დამსწრეთა უმრავლესობით საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას დაუჭირა მხარი, თავად კომისიის შექმნის საკითხი დღეს “ჩავარდა”. კომისიის შექმნას 55-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი სამი წავიდა, კომისიის შექმნისთვის კი, მაღალი, 76 ხმიანი კვორუმი იყო საჭირო.
პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, 12 დეპუტატის შემადგენლობით განსაზღვრულ საგამოძიებო კომისიაში საკუთარი წარმომადგენელი ყველა საპარლამენტო ფრაქციას უნდა ჰყოლოდა, ხოლო კომისიისთვის დეპუტატ შალვა შავგულიძეს ეხელმძღვანელა. კომისიის მუშაობა სამი თვის ვადით იყო განსაზღვრული.
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ავტორი და ინიციატორი “თავისუფალი დემოკრატები” იყო, რომელთა ინიციატივას მხარი “რესპუბლიკელების”, “ეროვნული ფორუმის”, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და “ქართული ოცნების” ცალკეულმა წევრებმა დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ქართველი ბავშვები ქართული ენის გარეშე რჩებიან
შემდეგი სტატიასავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს