საქსტატი ადასტურებს, რომ საქართველოში ექსპორტი 30%-ით შემცირდა

საქართველოში ექსპორტი შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს. მონაცემების თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექსპორტის ნიშნულმა 30%-ით იკლო.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, თუ გასულ წელს ექსპორტმა თანხობრივად 223 508,3 დოლარი შეადგინა, ის წელს 156 417,4 დოლარით განისაზღვრა.

რაც შეეხება იმპორტს, ის გასულ წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, იმპორტის კლების მაჩვენებელი 0,8 პროცენტია.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მილიონი ამერიკული დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, შემდეგ აზერბაიჯანი, ჩინეთი, რუსეთი, გერმანია, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები არიან.

banner
წინა სტატიაშისირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადოლარის ოფიციალური კურსი 2.19 ლარი გახდა