“საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან,” – ანი მიროტაძე იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე იური ვაზაგაშვილის საქმეზე პროკურატურისგან არგუმენტირებულ მტკიცებულებებს ელოდება და ასევე აცხადებს, რომ მკვლელობის ჩადენა მოქმედი სამართალდამცველის მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში სისტემური პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

„ყველაზე მძიმე ამ საქმეში არის ის, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქე მოკლა მოქმედმა სამართალდამცველმა, რაც ნიშნავს, რომ ეს არ არის ჩემთვის მხოლოდ გია სოსანაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, რომელიც უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს,“ – განაცხადა მიროტაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პარლამენტი ამერიკას სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიაიური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა