„საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ მოსამართლემ ჩვენი სარჩელი დააკმაყოფილოს“

საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის წილების საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

სხდომაზე ახსნა-განმარტებების ეტაპი მიმდინარეობდა. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, საპაექრო ეტაპზე ის წარმოადგენს ყველანაირ მტკიცებულებას იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გეცეს.

„საქმეში არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე წილების დაბრუნების და ხელშეკრულებების ბათილობის ნაწილში. ჩვენ ჯერ-ჯერობით მოვისმინეთ „რუსთავი 2“-ის წარმომადგენლების განმარტებები. ასევე, უნდა მოვისმინოთ ტელეკომპანია „საქართველოს“ განმარტება. პაექრობის ეტაპზე კი, ჩვენი მხრიდან, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული“, – განაცხადა სალიამ.

banner
წინა სტატიაში„მედიის თავისუფლება ყოველეჭვგარეშე ფუნდამენტური პრინციპია“
შემდეგი სტატიარვა საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ