“საქართველო შესაძლოა, სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს”

ამის შესახებ რუსულ გამოცემა “გაზეტა.რუს” ალიანსის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე განუცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს ეშინია, რომ რუსეთმა შესაძლოა, საქართველოში “ჰიბრიდული ომის” ტაქტიკა გამოიყენოს, რომელიც მანამდე უკრაინაშიც აამოქმედა.

გაზეთის ინფორმაციით, ნატო თბილისთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გააღრმავებას გეგმავს და ამით ეცდება მოსკოვს პოსტსაბჭოთა სივრცეში “რევიზიონისტული” პოლიტიკის გატარებაში ხელი შეუშალოს. ნატო-ს მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ალიანსი აიძულა საქართველოსთან მიმართებაში არსებულ ვითარებას უფრო ახლოს შეხედონ და ის სხვა კუთხით დაინახონ.

“რიგ ევროპულ ქვეყნებს აქვთ შიში, რომ საქართველო შესაძლოა, სამხედრო დარტყმის სამიზნე გახდეს. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საქართველო ახლა ალიანსის განსაკუთრებული ყურადღების ზონაშია”, – აცხადებს ნატო-ელი ჩინოსანი.

გამოცემის ინფორმაციით ნატო-საქართველოს ურთიერთობების გამყარების დამატებით საბაბად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო სტურქტურებთან რუსეთის თანამშრომლობის გადაწყვეტილება გახდა. ალიანსში ასევე ამბობენ, რომ ნატო საქართველოსთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე იმუშავებს. ყველაფერთან ერთად ალიანსი საქართველოს ხელისუფლებას “რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებასაც გეგმავს”.

banner
წინა სტატიაშიმედეა ვასაძემ კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვა
შემდეგი სტატიაირაკლი ნადარეიშვილი – ვერსია, რომ ფირცხალავამ სპეცოპერაცია შურისძიების მოტივით მოაწყო, კახა მისირელის ჩვენებიდან განვითარდა