,,საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი”

,,მე ვამაყობ, რომ ვარ ისეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ხალხიც ერთსულოვანია თავის მზადყოფნაში, მიიღოს ცვლილებები, რათა რეალობად აქციოს ჩვენი ევროატლანტიკური ამბიციები. ჩვენ ვართ ქვეყანა გახსნილი გონებითა და გლობალური კავშირებით, რომელიც მზად არის კავშირების განმტკიცებისთვის არა მხოლოდ თავის სამეზობლოში, არამედ ყველა კონტინენტზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, გასულ კვირას თბილისმა უმასპინძლა მნიშვნელოვან კონფერენციას, “აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელშიც მონაწილეობდა ათასზე მეტი წარმომადგენელი.
“საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი. უცხოური ინვესტიციები იზრდება. მსოფლიო ბანკისა და სხვა სააგენტოების რეიტინგებში ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და კორუფციის არარსებობის კუთხით ჩვენი მაჩვენებლები მაღალია. შიდა სტაბილურობა და გარე უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენი რეგიონი რთულია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და არ დაიშურებს კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამკვიდრებლად”, – განაცხადა ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდე ინ”-ში სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია