საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს…

გაეროს ოფიციალური საიტის ცნობით, გაეროს გენერალურ ასანბლეაში ადამიანის უფლებათ საბჭოს 18 ახალი წევრის არჩევნები ჩატარდა, სადაც აღმოსავლეთ ევროპისათვის გამოყოფილ ჯგუფში  2  ადგილზე საქართველო და სლოვენია აირჩიეს…

არჩევნების შედეგად საქართველომ და სლოვენიამ შესაბამისად – 177 და – 179 ხმა მიიღო. ამავე აღმოსავლეთევროპულ ჯგუფში საქართველოსა და სლოვენიის გარდა, საბჭოში შ შვეიცარია, გერმანია და ბელგია შევლენ.

ადამიანის უფლებათა საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება, გაეროს ამავე სახელწოდების კომისიამ 2005 წლის სამიტზე მიიღო, ხოლო მისი უფლებამოსილების რეზოლუცია და შექმნის განრიგი, გაეროს 206 წლის 15 მარტის ასანბლეაზე იქნა მიღებული. საბჭოში 47 წევრი შედის, რომლებიც 3 წლის ვადით არიან არჩეულნი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიშსს “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაევროპის 9 ქვეყანა NATO-ს ჯარებით უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს…