საქართველოში 20 მილიონი ლარის ,,სეთ-თოფ-ბოქსები,, გაიყიდება

10488820_771213112901184_1173105282_nეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისა და ე.წ. ,,სეთ თოფ ბოქსების,, შეძენისთვის მოსახლეობიდან გაწულ ხარჯების დაუგეგმაობაზე აკეთებს აქვცენტს და აცხადებს, რომ მოსახლეობას სულ ცოტა 20 მილიონი ლარის გაღება მოუწევს, რაზეც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება აპარატის შემომტანებმა დიდი მოგება ნახონ…
,,20 მილიონი ლარის გადახდა მოუწევს ამ დღეებში ყველაზე დაბაშემოსავლიან ჩვენს მოქალაქეებს ციფრული მაუწყებლობის მიმღები აპარატის შესაძენად.
ბიუჯეტიდანაც მილიონობით ფული დაიხარჯება სოციალურად დაუცველების მოსამარაგებლად. იმედია, მთავრობა, როგორც ბითუმად მყიდველი, არ გადაიხდის ისეთივე ბევრს, როგორც დღეს საცალო ქსელში გაძვირებული ფასებით უწევს ხალხს შესყიდვა.
აქაც თავმოუბმელობაა!
როცა ერთბაშად თიშავ სიგნალს, ხალხი მიაწყდება ამ აპარატის შესაძენად. იზრდება მოთხოვნა, იზრდება ფასიც. ვიღაც ამით ღებულობს დამატებით შემოსავალს. ამ შემთხვევაში ყველაზე გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე.
ნუთუ ძნელი იყო, რომ პროცესი დაწყებულიყო რამდენიმე თვით ადრე? ჯერ გათიშულიყო ერთი რაიონი( ან ის ზონა, რაც ტექნიკურად იყო შესაძლებელი), ერთი თვის შემდეგ მეორე და ასე ეტაპობრივად. არ იქნებოდა აჟიოტაჟური მოთხოვნა. ხალხიც თადარიგს დაიჭერდა.
ძნელია? გააჩნია ვისთვის…,, წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში..,

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2471 ლარია
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: სახელმწიფო სტრუქტურებმა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარჯები შეიმცირეს