საქართველოში 15 ოქტომბერს ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბერს საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. საგანგებო სიტუაციების სამსახური აღნიშნულ ცნობას გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, რამაც შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.

“საქართველოს შსს-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 14-15 ოქტომბერს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს ძირითად მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები და ღვარცოფული ნაკადის ფორმირება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგაბელიამ ,,ბარსელონასაც,, გაუტანა… (VIDEO)
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: კვირას თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ საბაჟო-გამშვებ პუნქტს გავხსნით