,,საქართველოში ძალზე შთამბეჭდავია დემოკრატიის მდგომარეობა მრავალ ასპექტში”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველოში ძალზე შთამბეჭდავია დემოკრატიის მდგომარეობა მრავალ ასპექტში, განსაკუთრებით – დინამიკური პარლამენტი, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ამერიკულ პიკნიკზე კონგრესმენმა დევიდ პრაისმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ის არის ორპარტიული ჯგუფით დაკომპლექტებული დელეგაციის წარმომადგენელი.
“ჩვენს კომიტეტს ჰქვია წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიისა და პარტნიორობის კომიტეტი. ჩვენი კომიტეტის მიზანი გახლავთ სხვა დემოკრატიული საზოგადოებების წარმომადგენლობით ორგანოებთან, თქვენს შემთხვევაში პარლამენტთან თანამშრომლობა. ეს არის როგორც კონგრესსა და პარლამენტის წევრთა შორის ურთიერთობა, ასევე კონგრესსა და პარლამენტის აპარატებს შორის ურთიერთობა. ძალზე შთამბეჭდავია საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მრავალ ასპექტში. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ჩვენთვის დინამიკური პარლამენტი, სადაც პარლამენტის წევრები წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს, წარმოადგენენ რეგიონებს, სადაც იმართება ცხარე დებატები. გუშინ ვიყავი ქუთაისში, ვესტუმრეთ პარლამენტის ახალ შენობას, დატვირთული დღე გვქონდა, ვურთიერთობდით ჩვენს კოლეგებთან საქართველოს პარლამენტიდან. ნიშანდობლივია ალბათ ისიც, რომ ჩვენს სტუმრობას საქართველოში ასეთ ნოტაზე ვამთავრებთ – ვზეიმობთ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს ამერიკელებთან და ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად. ჩვენ ასევე ვზეიმობთ დემოკრატიას, იმ ურთიერთობას და მეგობრობას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ორ დემოკრატიულ საზოგადოებას შორის, როდესაც ჩვენ ვცდილობთ უკეთ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს”, – განაცხადა გუშინ დევიდ პრაისმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში დაჭრილი გოგონას მდგომარეობა ოპერაციის შემდგომ პერიოდს შეესაბამება
შემდეგი სტატიასაკრებულომ სტიქიით დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემის წესი დაამტკიცა