“საქართველოში შარშან ყველაზე სერიოზული პრობლემები იყო ოჯახური და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოც მოხვდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში გასული წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მხრივ ყველაზე სერიოზული პრობლემები შემდეგი იყო: ოჯახური და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა, საზოგადოებრივი არატოლერანტობის ზრდა უმცირესობების მიმართ, გამოხატული როგორც სიძულვილის ენა, მუდმივი ხარვეზები სასამართლო სისტემაში, რაც დაუსრულებელ გამოძიებებს და შეუფერებელ წინასწარ დაკავებებს გულისხმობს.

“სხვა პრობლემები, რაც წლის განმავლობაში დაფიქსირდა, იყო სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა მიერ ძალადობა, ციხის არასტანდარტული პირობები, სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის შესახებ ბრალდებები, ბრალდებები შეუფერებელი ელექტრონული თვალთვალის შესახებ, ოპოზიციონერებზე ზეწოლა ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების დროს, დევნილების არასტანდარტული საცხოვრებელი პირობები, შშმ პირების უფლებები”, – აღნიშნულია აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობამ მარცხი განიცადა შეექმნა შრომის ინსპექცია, როგორც ეს 2013 წლის შრომის კოდექსით იყო მოთხოვნილი. ანგარიშში საუბარია პოლიტიკურ დაკავებებზეც: “დეკემბრის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ მთავრობამ 45 საშუალო და მაღალი დონის ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ შორის ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს, შს ყოფილ მინისტრს და ექსპრემიერ ივანე “ვანო” მერაბიშვილს, შს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა “ბაჩო” ახალაიას ბრალი წაუყენა ისეთ დანაშაულებში, როგორიცააა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, სახელმწიფო თანხების მითვისება, ფულის გათეთრება, გამოძალვა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება”.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკში გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს
შემდეგი სტატიაროდის დაიწყება უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა უცნობია