საქართველოში “ფარული შიმშილობაა”

საქართველოში

საქართველოში "ფარული შიმშილობაა"საქართველო “ფარული შიმშილისგან” იტანჯება. უბედურებას ძირითადად რკინის და იოდის დეფიციტი იწვევს, რამაც ბავშვების ზრდის შეჩერება გამოიწვია.
ტერმინი Oxfam-მა დამკვიდრა სიტუაციის აღსაწერად, როდესაც ადამიანები კალორიებს წვავენ, მაგრამ საჭმელი, რომელსაც ჭამენ არ კვებავს მათ სხეულებს, რაც საბოლოო ჯამში კი ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

მსოფლიოში ცნობილმა ორგანიზაციამ საქართველოში ჯანმრთელობის შესაფასებლად კვლევებისთვის 2008-2013 წლების მონაცემები გამოიყენა. შედეგები ძალიან საგანგაშოა – წერს გამოცემა “აგენდა.გე”.

მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ განსაკუთრებით აჭარის და გურიის რეგიონებშია ფარული შიმშილის პრობლემა. ბავშვების დაახლოებით 20% ზრდის შეჩერების მსხვერპლი გახდნენ.

რაჭასა და სვანეთში ბავშვებში 15%-ით არის ზრდა შეჩერებული. დაბალი მაჩვენებელია კახეთსა და თბილისში.
უნისეფის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების 32 %-ს ფარისებული ჯირკვლის პრობლემები აქვთ, 5 წლამდე 22, 8 % ბავშვებს კი – ანემია ისევე, როგორც ორსული ქალების 25,6 %-ს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ცუდ კვებას უკავშირდება, არის სიმსუქნე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით, 2008 წელს მამაკაცთა 16 და ქალთა 27% სიმსუქნის პრობლემა ჰქონდათ. თუკი აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თქმით, საქართველოში შესაძლებელია უახლოეს წლებში სიმსუქნის ეპიდემია დაიწყოს.
არაჯანსაღი კვება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზრდას უწყობს ხელს. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის 94% გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორის წინაშე იდგა.
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა (95%) იღებს მეტ კალორიას, ვიდრე ეს რეკომენდებულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. კალორიების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად პროდუქტებს დაბალი კვებითი ღირებულებები აქვს ვიდრე საჭიროა მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მინერალების მისაღებად.
გამოკვლევამ აჩვენა, საქართველოს მოსახლეობას მრავალფეროვანი რაციონი არ გააჩნია, და ხალხი ძირითადად პურს და ანალოგიურ პროდუქტებს მიირთმევს. ამ ფონზე რაციონის 62% სახამებელს შეიცავს იმ დროს, როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება.
ექსტრემალური დიეტის დროს საჭმლის სხვადასხვა სახეობა ხელმიუწვდომელი იყო საშუალო მომხმარებლისთვის.
“მოსახლეობა სხვადასხვა რაციონზე უარის თქმით ფულის ეკონომიის გაკეთებას ცდილობს. მნიშვნელოვანი და სასარგებლო პროდუქტები საქართველოში ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ახალი ხილი და ბოსტნეული. მათი ფასი მუდმივად მატულობს”- ნათქვამია კვლევაში.
კავკასიის ბარომეტრის მიხედვით 2013 წელს შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საშუალება არ ჰქონდათ ეყიდათ საჭირო პროდუქტები, თუმცა, ამის მიუხედევად, მოსახლეობის 60%-ს ხორცის შეძენა მაინც არ შეუძლია.
ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ძირითად საქონელსა და მომსახურებაზე საქართველოში ფასები მცირდება, მაგალითად რძეზე, ყველზე, კვერცხზე და ბოსტნეულზე, ამავე დროს მომხმარებელმა ხილში უფრო მეტი გადაიხადა.

თანხა, რომელიც საჭიროა ადამიანის თავის შესანახად საქართველოში, თანდათან იზრდება.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით საარსებო მინიმუმი 2015 წლის ივნისის მიხედვით შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 162 ლარია, ეს დაახლოებით 12 ლარით მეტია, ვიდრე 2014 წლის ივნისში, როცა საარსებო მინიმუმი 149,6 ლარი იყო.

საშუალო მომხმარებლისთის საარსებო მინიმუმი 143 ლარია, გასულ თვეს 143,4 ლარი იყო, 2014 წლის ამავე თვეში კი 132,5 ლარი.
საშუალო ოჯახისთვის საარსებო მინიმუმი 270,8 ლარია მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით.

banner
წინა სტატიაში,,ქათმის ეკლესია,, ინდონეზიაში (+ფოტოალბომი)
შემდეგი სტატიაფრანსუა ოლანდის ახალი ინიციატივა