საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩამოვა

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ხვალ საქართველოს  სამუშაო ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს
შემდეგი სტატიაელისო კილაძე პროკურატურაში კვლავ დაკითხვაზე დაიბარეს