საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა

პრემიერმა-მინისტრმა, კაბინეტის წევრებთან ერთად, დღეს საქართველოში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა გახსნა.

ყოფილი მე-8 საავადმყოფოს შენობა მთლიანად შეკეთდა და მაღალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა.

კლინიკა 185-საწოლიანი იქნება და მასში 600 ადამიანი დასაქმდება. საავადმყოფო მრავალფუნქციურია. იქ მომზადებას გაივლის 6 ათასზე მეტი ქართველი და 2 ათასამდე უცხოელი სტუდენტი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ეს არ იქნება იზოლირებული დაწესებულება, არამედ უმძლავრესი კლინიკური ბაზა, რომელიც მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს საქართველოს მოქალაქეებს.

საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას ეფექტური ნაბიჯი უწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით მას შემდეგ შეიძლება განცხადებების გაკეთება როცა შედეგები გვექნება
შემდეგი სტატიარაში ადანაშაულებს ირაკლი ალასანია პროკურატურას?