საქართველოში ივლისში ვიზიტორთა რაოდენობა 9,5 %-ით გაიზარდა

2015 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 9,5 %-ით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ივლისში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
შსს-ს ცნობით, 2015 წლის ივლისის თვე 737 696 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,5 %-ით მეტია.
“ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 336 664 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 2,2%); ბ) ტრანზიტი – 182 693 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 24,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,7%); გ) სხვა – 218 339 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 29,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%)”, – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე 3 069 999 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 4,9 %-ით მეტია.
შსს-ს ცნობით, 2015 წლის ივლისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+12%), აზერბაიჯანიდან (+7,9%), სომხეთიდან (+11,9%), რუსეთიდან (+6,6%) და უკრაინიდან (+0,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისშიც გამოირჩნენ ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდები (შესაბამისად, 23%, 23%, 15%, 15%, 15% და 15%), შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი (32%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 48% და 32%–იანი, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 768% და საუდის არაბეთი – 137%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 12%-იანი ზრდა.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაიაპონია აშშ-სგან განმარტებებს ითხოვს