ნაციონალურ მოძრაობაში პრემიერსა და პრეზიდენტს შორის არსებულ მორიგ გაუგებრობას აფასებენ და ამბობენ, რომ დღეს ქვეყნის მმართველ პირებს ამაზე საკამათო დრო არ უნდა ჰქონდეთ. აკაკი მინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს აკრიტიკებს და მას “ყეყეჩ პრემიერს” უწოდებს.
„საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტია და პრემიერმინისტრს რაც შეეხება, ნაცვლად იმისა, რომ მან იფიქროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისაუბროს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ პოლიტიკას, ყეყეჩი პრემიერმინისტრი ცდილობს საკუთარი თავი წარმოაჩინოს და არ იფიქროს საქართველოს ინტერესებზე,“ – განაცხადა ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა.