საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს იწყებს

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის შეხვედრებს დღეიდან იწყებს. შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის მატჩები, თბილისში სპორტკომპლექს “ოლიმპიკში” გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები სლოვაკეთის, შვეიცარიისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-დან 16-მდე გაიზარდა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის 8 საგზური, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგებიდან გამომდინარე უკვე მოპოვებული აქვთ სერბეთს, უნგრეთს, იტალიას, მონტენეგროს, ხორვატიას, საბერძნეთს, ესპანეთსა და რუმინეთს, დარჩენილი 8 საგზურისათვის კი 16 გუნდი იბრძოლებს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩები 6-8 თებერვალს გაიმართება, მეორე ეტაპი კი 9-11 ოქტომბერს. ცნობილია ისიც, რომ მეორე შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მატჩები რუსეთში, საფრანგეთში, ისრაელსა და მალტაში გაიმართება. 2016 წელს სერბეთში გასამართი ევროპის ჩემპიონატის 8 საგზურს სწორედ ამ ორ შესარჩევ ეტაპში წარმატებული ნაკრებები მოიპოვებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ასეთია: ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი ხვედელიანი, ზურაბ რურუა (კაპ), კონსტანტინე გეგელაშვილი, მიხეილ ბაღათურია, ბექა ქავთარაძე, ანდრია ბითაძე, ხვიჩა ჯახაია, რევაზ იმნაიშვილი, ივან სტრუიჩი, დამირ ცრეპულია, მარკო ელაჩა, მარკო ელეზი. მწვრთნელები: ვლადიმერ ისელიძე და იოვან პოპოვიჩი
დღეს ერთმანეთს პორტუგალია-შვეიცარია და საქართველო სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან, 7 თებერვალს სლოვაკეთი-პორტუგალია და საქართველო-შვეიცარია, 8 თებერვალს კი შვეიცარია-სლოვაკეთისა და საქართველო-პორტუგალიის მატჩები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს შეხვდა
შემდეგი სტატიაზურაბ კიწმარიშვილი – ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოიკვეთნენ ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები გაჩნდა