საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ქათამაძის კანდიდატურას ასოციაციის ყრილობაზე მხარდაჭერა წევრების უმრავლესობამ გამოუცხადა.

უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაცია 1998 წელს დაფუძნდა და ის 7000-მდე საშუალო და მსხვილ ბიზნესს აერთიანებს. ასოციაციას უკრაინის ყველა ოლქში საკუთარი წარმომადგენლობა აქვს.

“ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში გამჭვირვალე საგადასახდო სისტემისთავის. ჩვენი სპეციალისტები იღებენ აქტიურ მონაწილეობას საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებებში. რეფორმამ უნდა შექმნას ჯანსაღი სისტემა გადასახადის გადამხდელებისათვის და ჩვენს ასოციაციას აქვს დიდი როლი ამ პროცესში,” – განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.

29 მაისს გამართულ ყრილობას წარმომადგენლები მთელი უკრაინიდან ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია: თუ მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, ის ვერ შეძლებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას
შემდეგი სტატიაუკრაინული პრესის ცნობით, პოროშენკომ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას ხელი უკვე მოაწერა