საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგვის ფაქტზე ახალი გარემოებები გამოვლინდა

დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგვის ფაქტზე ახალი გარემოებები გამოვლინდა. გამოძიებამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით “საქართველოს ფოსტის” ზუგდიდის ფილიალის თანამშრომლები დაკითხა, ხოლო ოქროს ნაკეთობების მფლობელი თეა ჯიჭონაია დაზარალებულად აღიარა.

ოქროს ნივთები ზუგდიდელ სოფიო ქირიას მისმა ნათესავმა თეა ჯიჭონაიამ საბერძნეთიდან გამოუგზავნა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოქროს ნივთები რომელიც სპეციალურ ჩანთაში იდო 10.000 ლარის ღირებულების იყო. ოქროს საქართველოს ფოსტის ზუგდიდის ფილიალიდან ოქროს ნივთები დაიკარგვის ფაქტზე ახალი გარემოებები გამოვლინდანივთების დაკარგვა “საქართველოს ფოსტის” ზუგდიდის ფილიალიდან 2014 წლის ბოლოს დაფიქსირდა. ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება ქურდობის – 177-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებას შსს ზუგდიდის მთავარი სამმართველოს გამომძიებელი ლევან კანკია ხელმღვანელობს, ხოლო დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატი ეკა ეფსია იცავს.

აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ გამოძიების დეტალები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი. გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთება აღნიშნულ საქმეში ბრალდებული პირები. გამორიცხული არ არის პასუხისგებაში არა ერთი, არამედ რამდენიმე პირი მიეცეს, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული საქმე ჯერჯერობით პრესისთვის დახურულია.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველი: შემდეგი მსხვერპლი ამ მკვლელების ალბათ, მე ვიქნები
შემდეგი სტატია“ვინც ეს ჩაიდინა, უმკაცრესად დაისჯება!