საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან ოფიციალური წერილი მიიღო

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფასგან ოფიციალური წერილი მიიღო. წერილი თითქმის იდენტურია იმ შეტყობინებისა, რომელიც სფფ-მ რამდენიმე დღის წინ უეფასგან მიიღო.

ფიფას წერილშიც ნათქვამია, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოველგვარი გარე ჩარევა დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ფიფას და უეფას წესდებას. ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან მიმდინარე პროცესებს დ საჭიროების შემთხვევაში რეაგირებასაც მოახდენენ.

12023112_1642228999395434_1903234864_n

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: უგულავას პროცესზე შეკითხვები ყველას გაგვიჩნდა
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას საქმეზე განმარტებას აკეთებს