საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექითსაქართველოს უმეტეს რაიონებში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების თქმით, ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამისა და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში ხვალ ჰაერის ტემპერატურა ბარში 15-20, მთაში 12-17, ხოლო მაღალ მთაში 7-12 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც ხვალისთვის ღამისა და დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი 15-20, მთაში 9-14, ხოლო მაღალ მთაში 5-10 გრადუსამდე გათბება.

თბილისში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

ხვალ დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ღამით 16, ხოლო დღისით 31 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება 17 ივნისის ამინდის პროგნოზს, 17 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში 20-30, მთაში 20-23, ხოლო მაღალ მთაში 18-23 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერი 20-33, მთაში 23-28, ხოლო მაღალ მთაში 17-2 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, 17 ივნისს თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, დროგამოშვებით კი, 17-22 მეტრი წამში. თბილისში ჰაერის ტემპერატურა კვლავ 16-31 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების თქმით, 17 ივნისიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია მოსახლეობას მიმართავს