საქართველოს უარი სოჭში გადატანილ ,,იურმალას,,

სიმღერის კონკურსზე ,,ახალი ტალღა,, რომელიც საბჭოთა დროს ,,იურმალა,,-ს სახელით და დღემდე ლატვიის ქალაქ იურმალაში ტარდებოდა, წელს ამ კონკურსის სამჯერ გამარჯვებული ქვეყანა, საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
საქართველოს მიერ მონაწილეობაზე უარის ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა ვრცელდება მოსაზრება, რომ უარი კონკურსის ჩატარების ადგილის ცვლილების გამო ითქვა.
ლატვიის ხელისუფლებამ ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერის გამო ცნობილი რუსი მომღერლები ე.წ. შავ სიაში შეიყვანა, რის გამოც კონკურსის ორგანიზატორებმა მისი გადატანა სოჭში გადაწყვიტეს.
მუსიკოს დათო ფორჩხიძის განცხადებით, კონკურსის ორგანიზატორთა სურვილის მიუხედავად, ქართველმა მომღერლებმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ფორჩხიძეს მომღერლების ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ამბობს, რომ უარის თქმის მიზეზი პოლიტიკური ზეწოლის შიში გახდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები იტალიაში საერთაშორისო ფორუმზე დაპატიჟეს
შემდეგი სტატიარუსული კუბოების გამოფენა ყირიმში (VIDEO)