საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩარიცხულ სტუდენტებს მიმართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ
განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“აბიტურიენტებმა, რომლებმაც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რეგისტაცია უნდა გაიარონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ყოველდღე, კვირის გარდა, შესაბამის ფაკულტეტებზე.
1. სამშენებლო ფაკულტეტი – სტუ-ს I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 525; საკონტაქტო ტელეფონი – 236 43 28; 233 17 87
2. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი – სტუ-ს VШ კორპუსი, მე- 5 სართული, ოთახი 501; საკონტაქტო ტელეფონი – 236 51 72
3. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი – სტუ-ს Ш კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი 306 საკონტაქტო ტელეფონი – 238 00 50
4. ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი – სტუ-ს Х კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 401 საკონტაქტო ტელეფონი – 236 38 07
5. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი – სტუ-ს I კორპუსი, მე-5 სართული, ოთახი 548 საკონტაქტო ტელეფონი – 236 40 35
6. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი – სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 410 “c” საკონტაქტო ტელეფონი – 233 71 63
7. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი – სტუ-ს VI კორპუსი, მე-9 სართული , ოთახი 907”ა” საკონტაქტო ტელეფონი – 236 52 13 8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი – სტუ-ს VI კორპუსი, ა- ბლოკი, მე-3 სართული , ოთახი 311 საკონტაქტო ტელეფონი – 237 13 19; 236 50 62 9.
8. დიზაინის საერთაშორისო სკოლა – სტუ -ს VIII კორპუსი (შესასვლელი გვერდიდან) , მე-2 სართული, ოთახი N 3 საკონტაქტო ტელეფონი – 599 55 12 16 10. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი – სტუ-ს I კორპუსი, მე-6 სართული, ოთახი 612გ საკონტაქტო ტელეფონი – 233 52 68 11.
9. ქართულ ენაში მომზადების პროგრამა – სტუ-ს VI კორპუსი, მე-9 სართული , ოთახი 907”ა” საკონტაქტო ტელეფონი – 236 52 13
რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:
1. ატესტატი (დედანი და ასლი);
2. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
3. ვაჟებისთვის სამხედრო მიწერის მოწმობა (დედანი და ასლი);
4. 2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4 და მისი ელექტრონული ვერსია (CD დისკი).
5. ერთი წლის სწავლის საფასურის, მინიმუმ 1/2-ის (1125ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაბოლოს, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა 4636 აბიტურიენტი, ვაკანტურია 2317 ადგილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ულოცავს სტუდენტობას და უსურვებს წარმატებებს!”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპავლე კუბლაშვილი პრეზიდენტს მიმართავს
შემდეგი სტატიაბესლანის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა